თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი და არიელის უნივერსიტეტი 2026 წლის 17-18 ნოემბერს გამართავენ პროფესორ რეუვენ ენოხისადმი (რუბენ ენუქაშვილი) მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ქართველი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 30 აგვისტომდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:
- ქართველი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში;
- ქართული და ებრაული ენები და საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
- ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები ისრაელში;
- ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლები საქართველოში;
- ებრაული რელიგიური და სეკულარული იდენტობები;
- ებრაულ-ქართული და ქართულ-ებრაული მთარგმნელობითი და ლიტერატურული ურთიერთობები.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ეკლესიასტეს ქართული თარგმანების ანთოლოგიის პრეზენტაცია და რეუვენ ენოხისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი (ekaterine.navrozashvili@tsu.ge), თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
- ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
- თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
- ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
- ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
- თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
- 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
- ფორმატი — A4
- შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
- თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
- ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
- თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.
- თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- საკვანძო სიტყვები;
- თეზისების ძირითადი ტექსტი.